ექსოდერილი სოკოვანი ინფექციების
სამკურნალო გარეგანად გამოსაყენებელი საშუალება
ექსოდერილის ხსნარი
ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ

>18 წლის
დღე-ღამეში ორჯერ, ხსნარის დატანით
ფრჩხილის თავისუფალი კიდიდან
ექსოდერილის კრემი
კანის სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ

>18 წელი
კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
გამოიყენება დღხეში ერთხელ

ექსოდერილი სოკოვანი ინფექციების სამკურნალო გარეგანად გამოსაყენებელი საშუალება
ექსოდერილი მიეკუთვნება ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს და მისი შეძენა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში
- პსპ
- ავერსი
- ჯიპისი
- ფარმადეპო
- იმპექსი
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს
ექსოდერილი ® არის სოკოს საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული საშუალება
ექსოდერილი ® შეიცავს შეიცავს ნაფტიფინის ჰიდროქორიდს
ექსოდერილი გამოიყენება 18 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ.
ექსოდერილის კრემი
სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ნაფტიფინის მიმართ მგძნობიარე გამომწვევებით.
კანისა და კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექციები, ქავილის თანხლებით ან მის გარეშე;
კანის კანდიდოზები
ნაირფერი ლიქენი.
ექსოდერილის ხსნარი
სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ნაფტიფინის მიმართ მგძნობიარე გამომწვევებით.
ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები
როგორ გამოვიყენოთ ექსოდერილის კრემი®?
ექსოდერილის კრემი განკუთვნილია კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, გარეგანად გამოსაყენებლად
დაზიანებული კანი და მიმდებარე უბნები გაასუფთავეთ, გაამშრალეთ, შემდეგ, მსუბუქი მასირებით შეიზილეთ კრემი
გამოიყენება 18 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, დღე-ღამეში ერთხელ
არ დაუშვათ კრემის თვალებთან ან ლორწოვან გარსებთან კონტაქტი.
როგორ გამოვიყენოთ ექსოდერილის ხსნარი®?
ექსოდერილის ხსნარი განკუთვნილია კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გარეგანად
დაზიანებული ფრჩხილი და მიმდებარე უბნები გაასუფთავეთ, გაამშრალეთ, შემდეგ, მსუბუქი მასირებით შეიზილეთ კრემი.
არ დაუშვათ კრემის თვალებთან ან ლორწოვან გარსებთან კონტაქტი.
გამოიყენება 18 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, დღე-ღამეში ორჯერ, ხსნარის დატანით ფრჩხილის თავისუფალი კიდიდან
არ დაუშვათ კრემის თვალებთან ან ლორწოვან გარსებთან კონტაქტი.
რა ხანგრძლივობით უნდა გამოვიყენოთ ექსოდერილის კრემი ®?
საჭიროა კურსით მკურნალობა.
კანის სოკოვანი ინფექციიებისას – 2-4 კვირა (აუცილებლობისას – 8 კვირამდე), კანის კანდიდოზებისას – 4 კვირა
ინფექციის დაბრუნების პრევენციის მიზნით, მკურნალობა განაგრძეთ კლინიკური გამოჯანმრთელებიდან კიდევ ორი კვირა
თუ 4 კვირის შემდეგ გაუმჯობესებას ადგილი არ აქვს, მიმართეთ ექიმს.
რა ხანგრძლივობით უნდა გამოვიყენოთ ექსოდერილის ხსნარი ®?
ფრჩხილების სოკოვანი ინფექციებისას – 6 თვემდე.
ინფექციის დაბრუნების პრევენციის მიზნით, მკურნალობა განაგრძეთ კლინიკური გამოჯანმრთელებიდან კიდევ ორი კვირა
თუ 4 კვირის შემდეგ გაუმჯობესებას ადგილი არ აქვს, მიმართეთ ექიმს.
სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის და განმეორებითი დასნებოვნების საპროფილაქტიკოდ, დაიცავით შემდეგი წესები
- ყოველდღიურად გამოიცვალეთ ტანსაცმელი და საცვლები, რომლებიც კონტაქტში არიან დაავადებულ კანთან ან ფრჩხილებთან;
- არ ატაროთ უხეში, მჭიდრო, ჰაერგაუმტარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (მაგალითად,სინთეთიკური ქსოვილისგან დამზადებული წინდები, ვიწრო ფეხსაცმელი). ბანაობის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ დაზიანებული კანი და ფრჩხილები. ჭურჭლის სარეცხი ტილო და პირსახოცი გამოცველეთ ყოველდღიურად;
- ინფექციის შემდგომი გავრცელების და განსაკუთრებით ხელახალი დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად არ იაროთ ფეხშიშველი თქვენს სახლში, აბაზანაში, სასტუმროში, აუზზე;
- საუნაში და აბანოში წასვლა შესაძლებელია მხოლოდ სოკოვანი დაავადებისგან გამოჯანმრთელების შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები ექსოდერილის გამოყენებისას
- არ დაიტანება ჭრილობიან ზედაპირზე.
- ექსოდერილი კრემი არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიაში გამოყენებისთვის. დაუშვებელია
- მისი კონტაქტი თვალებთან და ლორწოვან გარსებთან!
- პრეპარატი შეიცავს ცეტილის და სტეარილის სპირტებს (თითოეულს 40მგ/1გ კრემში),
- რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ., კონტაქტური დერმატიტი).
- 1გ კრემი ასევე შეიცავს 10მგ ბენზილის სპირტს, კონსერვანტის სახით. ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და მსუბუქი ადგილობრივი გაღიზიანება.
- ექსოდერილი კრემი გამოიყენება განუზავებლად და არ ერევა გარეგანი გამოყენების სხვა პრეპარატებს, რადგან შემცირებული კონცენტრაციის გამო აქტიური ნივთიერების ეფექტურობა
- შეიძლება იყოს არასაკმარისი.
- კრემი არ არის ფოტოტოქსიკური და არ იწვევს ფოტომგრძნობელობას.
გამოიყენება თუ არა ექსოდერილი ორსულობისას და ლაქტაციის დროს?
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოების მიზნით საჭიროა ექსოდერილის გამოყენების თავიდან აცილება
ექსოდერილი ® ურეცეპტოდ გაიცემა?
დიახ, ექსოდერილი ® მიეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფ III-ს ანუ გაიცემა რეცეპტის გარეშე
ექსოდერილი არის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტი, რომლის შეძენაც რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი აფთიაქებში.
როგორია ექსოდერილის შენახვის პირობები?
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გახსნილი ტუბი ინახება არა უმეტეს 28 დღის განმავლობაში, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
სად შეიძლება ექსოდერილის ® შეძენა?
ლინექს ფორტეს შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ აფთიაქი რეცეპტის გარეშე.
- პსპ
- ავერსი
- ჯიპისი
- ფარმადეპო
- იმპექს
გვერდითი მოქმედება
ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია სიმშრალის, წვის შეგრძნება ან სიწითლე, კონტაქტური დერმატიტისა და ერითემის განვითარება.
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს
გვერდითი მოვლენების შემთხვევაში აცნობეთ registration@gehealth.ge
Office #10, 37m Ilia Chavchavadze Ave.
Tbilisi 0179, Georgia




