დიკლაკი (დიკლოფენაკი)
დიკლაკის ტაბლეტი 75 მგ

For adults 1-2 tablet
diclag 75mg daily
დიკლაკის ტაბლეტის 150 მგ

for adults 1 tablet
diclac 150 mg once daily
დიკლაკის მაზი 5%

Apply diclac gel to skin
3-4 times daily

დიკლაკი (დიკლოფენაკი)
დიკლაკი მიეკუთვნება ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს და მისი შეძენა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში
- პსპ
- ავერსი
- ჯიპისი
- ფარმადეპო
- იმპექსი
პრეპარატის გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს
დიკლაკი (დიკლოფენაკი) წარმოადგენს არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიულ საშუალებას და გამოიყენება ტკივილის და ანთების შესამცირებლად. დიკლაკო განკუთვნილია ტკივილისა და ანთების სიმპტომური მკურნალობისთვის მწვავე ართრიტის (ნიკრისის ქარის შეტევების ჩათვლით), ქრონიკული ართრიტის, განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტის (ქრონიკული პოლიართრიტი), მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის (ბეხტერევის დაავადება) და სხვა ანთებით-რევმატული სპონდილოპათიების დროს, ართროზითა და სპონდილოართროზით განპირობებული ტკივილის, ანთებითი კუნთოვან-რევმატული დაავადებების, ტრავმების, ან ოპერაციის შემდგომი მტკივნეული შეშუპებების ან ანთებითი რეაქციების დროს.
დიკლაკი შეიცავს დიკლოფენაკს და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმით:
- დიკლაკი 150მგ ტაბლეტი (მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი)
- დიკლაკი 75მგ ტაბლეტი (მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი)
- დიკლაკის გელი (გარეგანი გამოყენებისთვის)
დიკლაკი 150მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტის დოზირება
მოზრდილებში ინიშნება მოდიფიცირებული გამოთავისუფლების 1 ტაბლეტი (შეესაბამება 150 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს) დღე-ღამეში. აღნიშნული ოდენობა წარმოადგენს მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას, რომლის გადაჭარბებაც დაუშვებელია.
დიკლაკი 75მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტის დოზირება
მოზრდილებში ინიშნება მოდიფიცირებული გამოთავისუფლების 1 ტაბლეტი (შეესაბამება 75 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს). დღის განმავლობაში დასაშვებია მოდიფიცირებული გამოთავისუფლების 2 ტაბლეტის მიღება (შეესაბამება 150 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს
დიკლაკის 5%-იანი გელის დოზირება
გელი წაისვით კანზე 3-4-ჯერ დღეში და ნაზად შეიზილეთ
დიკლაკის ტაბლეტის (75 მგ. 150 მგ) გამოყენების წესი:
დიკლაკის ტაბლეტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად , მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმაო რაოდენობის სითხესთან ერთად. ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს ან საკვების მიღებისთანავე, მაგრამ არა უზმოზე.
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებისა და 18 წლამდე მოზარდების სამკურნალოდ.
რისთვის იყენებენ პრეპარატ დიკლაკის ტაბლეტებს დიკლაკ 150 მგ და დიკლაკ 75მგ–ს ?
დიკლაკის ტაბლეტები განკუთვნილია ტკივილისა და ანთების სიმპტომური მკურნალობისთვის შემდეგი მდგომარეობის დროს:
- მწვავე ართრიტი (სახსრების ანთება),
- პოდაგრის შეტევები
- ქრონიკული ართრიტი, განსაკუთრებით ქრონიკული პოლიართრიტი.
- მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)
- ხერხემლის სხვა ანთებითი რევმატიული დაავადებები.
- ართროზი და სპონდილართროზი (სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები)
- რბილი ქსოვილების ანთებითი რევმატიული დაავადებები.
- ტკივილი, შეშუპება და ანთება დისლოკაციების, დაჭიმვისა და სხვა დაზიანებების ან ქირურგიული ოპერაციების შედეგად.
როგორ გამოვიყენოთ დიკლაკის ტაბლეტები?
- დიკლაკის ტაბლეტები 75 მგ და 150 მგ განკუთვნილია შიგნით მისაღებად
- ტabletი მიიღება დაუღეჭავად, საკმაო რაოდენობის სითხესთან ერთად. ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს, ან საკვების მიღებისთანავე, მაგრამ არა უზმოზე.
რისთვის იყენებენ დიკლაკის გელს?
დიკლაკის გელი არის გარეგანი გამოყენებისათვის სახსრებისა და კუნთების ტკივილის კუპირებისათვის;
დიკლაკის გელი განკუთვნილია კანში შესაზელად და გამოიყენება ტკივილის, ანთების და შეშუპების შესამცირებლად სახსრებისა და კუნთების მტკივნეული მდგომარეობის დროს.
დიკლაკის გელი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ჩვენებების დროს:
- იოგების, მყესების, კუნთების და სახსრების ტრავმის შემდგომი ანთება, მაგალითად, ღრძობის, ამოვარდნილობის და დაჟეჟილობის შედეგად;
- რბილი ქსოვილების ანთების ლოკალიზებული ფორმები, მაგალითად, ტენდოვაგინიტები, ბურსიტები, „მხარ-მტევნის“ სინდრომი და პერიართროპათია;
- სახსრების დეგენერაციული რევმატული დაზიანების ლოკალიზებული ფორმები, მაგალითად, პერიფერიული სახსრების და ხერხემლის ოსტეოართროზი.
როგორ გამოვიყენოთ დიკლაკის გელი ®?
გელი წაისვით კანზე 3-4-ჯერ დღეში და ნაზად შეიზილეთ. გელის რაოდენობა დამოკიდებულია სხეულის მტკივნეული უბნის ზომაზე. 400–800 სმ2 ფართობზე გამოსაყენებლად საკმარისია 2–4 გ გელი (რაოდენობა ალუბლის ზომიდან კაკლის ზომამდე).
გელის გამოყენებებს შორის მინიმუმ 4 საათი უნდა გავიდეს. არ გამოიყენოთ გელი დღეში 4-ზე მეტად.
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე და მიღწეულ ეფექტზე. ორი კვირის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გადახედვა. უფრო ხანგრძლივი მკურნალობა ინიშნება ექიმის მიერ.
თუ 14 დღის შემდეგ ტკივილი ან შეშუპება არ შემცირდება ან პირიქით გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.
რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატ დიკლაკის გელის გამოყენებამდე?
თუ დაგავიწყდათ დიკლაკის გელის წასმა, გახსენებისთანავე წაისვით. შემდეგ განაგრძეთ გამოყენება ჩვეულებრივად. არ წაისვათ გელის ორმაგი რაოდენობა გამოტოვებული გამოყენების კომპენსაციის მიზნით.
– არ გამოიყენოთ დიკლაკის გელი, თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) დიკლოფენაკის, ან გელის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
– არ გამოიყენოთ დიკლაკის გელი თუ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ხართ
– არ გამოიყენოთ დიკლაკის გელი თუ ხართ 18 წლამდე ასაკის
დიკლაკი® რეცეპტით გასაცემი წამალია თუ ურეცეპტოდ?
დიკლაკის ტაბლეტები (75 მგ და 150 მგ) და დიკლაკის გელი ® მიეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფ III-ს ანუ გაიცემა რეცეპტის გარეშე
დიკლაკი არის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტი, რომლის შეძენაც რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი აფთიაქებში.
სად შეიძლება დიკლაკია ® შეძენა?
დიკლაკი შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ აფთიაქი რეცეპტის გარეშე.
- პსპ
- ავერსი
- ჯიპისი
- ფარმადეპო
- იმპექსი
დიკლაკის ტაბლეტების ვარგისობის ვადა: 3 წელი.
- არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
- შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
- ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
- დიკლაკის გელი ტუბის გახსნის შემდეგ ინახება 12 თვის განმავლობაში.
- არ გადააგდოთ ეს პროდუქტი კანალიზაციაში ან ნაგავში. გადაამოწმეთ ფარმაცევტთან, როგორ გაანადგუროთ წამალი, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს
Office #10, 37m Ilia Chavchavadze Ave.
Tbilisi 0179, Georgia




