ფერუმ ლეკი

ფერუმ ლეკი® 100 მგ საღეჭი ტაბლეტები

ფერუმ ლეკი® 50 მგ/5 მლ სიროფი

სად ვიყიდო

ფერუმ-ლეკი მიეკუთვნება ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს და მისი შეძენა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში

  • პსპ
  • ავერსი
  • ჯიპისი
  • ფარმადეპო
  • იმპექსი

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს

ფერუმ-ლეკი® არის რკინადეფიციტური ანემიის რკინის [III] ჰიდროქსიდის პოლიმალტოზატის კომპლექსი

 

როდის გამოიყენება ფერუმ-ლეკი?

 

  • რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა;
  • რკინადეფიციტური ანემიის (რკინის მანიფესტური დეფიციტის) მკურნალობა;
  • რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის დროს.

 

ფერუმ ლეკი არის ორი სახით:

  1. ფერუმ ლეკი® 50 მგ/5 მლ სიროფი
  2. ფერუმ ლეკი® 100 მგ საღეჭი ტაბლეტები

 

რა არის ფერუმ ლეკის უკუჩვენებები?

  • მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
  • რკინის სიჭარბე (მაგალითად, ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი) ან რკინის უტილიზაციის დარღვევები (მაგალითად, ანემია ტყვიით ინტოქსიკაციის დროს, სიდერო-აქრესტული ანემია, თალასემია);

ანემია, რომელიც რკინადეფიციტით არ არის განპირობებული (მაგალითად, ჰემოლიტური ანემია, მეგალობლასტური ანემია B12 ვიტამინის დეფიციტის გამო).

 

 

აქვს თუ არა ფერუმ ლეკს განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები?

პრეპარატის მიღების დროს განავალმა შესაძლოა მუქი შეფერილობა მიიღოს, რასაც არა აქვს კლინიკური მნიშვნელობა.

საღეჭი ტაბლეტები არ არის განკუთვნილი 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის უფრო დაბალი დოზის დანიშვნის საჭიროების გამო, ტაბლეტების ნაცვლად გამოიყენება სიროფი ფერუმ ლეკი.

ინფორმაცია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის: ერთი ტაბლეტი შეიცავს  0,04 პურის ერთეულს.

პრეპარატი შეიცავს ასპარტამს (Е 951, ფენილალანინის წყარო) ერთ ტაბლეტზე 1,5 მგ-ის ოდენობით. ნივთიერებას შეიძლება ჰქონდეს მავნე ზემოქმედება ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებზე.

 

როგორ გამოიყენება ფერუმ ლეკი?

ფერუმ ლეკი® 100 მგ საღეჭი ტაბლეტები

12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები, მოზრდილები, მეძუძური დედები

რკინის მანიფესტური დეფიციტი

ჩვეულებრივ 1–3 საღეჭი ტაბლეტი დღე-ღამეში. მკურნალობა გრძელდება 3-5 თვის განმავლობაში ჰემოგლობინის დონის ნორმალიზაციამდე.

ამის შემდეგ პრეპარატი ინიშნება კიდევ რამოდენიმე კვირის განმავლობაში ორგანიზმში რკინის მარაგის აღსადგენად.

 

რკინის ლატენტური დეფიციტი

1 საღეჭი ტაბლეტი დღე-ღამეში. მკურნალობა გრძელდება 1–2 თვის განმავლობაში.

 

ორსული ქალები

რკინის მანიფესტური დეფიციტი

ჩვეულებრივ 2–3 საღეჭი ტაბლეტი დღე-ღამეში. ამის შემდეგ ინიშნება სულ მცირე 1 საღეჭი ტაბლეტი დღე-ღამეში ორსულობის დასრულებამდე ორგანიზმში რკინის მარაგის აღსადგენად.

 

რკინის ლატენტური დეფიციტი და რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა

1 საღეჭი ტაბლეტი დღე-ღამეში.

 

ჭარბი დოზირება

რკინის კონტროლირებადი შეწოვისა და დაბალი ტოქსიკურობის წყალობით პოლიმალტოზასთან კომპლექსში რკინით გადატვირთვა ან ინტოქსიკაცია პრეპარატის მიღების დროს არ აღინიშნებოდა და მისი ჭარბი დოზირების შემთხვევაში ნაკლებად მოსალოდნელია. შემთხვევით ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული ლეტალური შემთხვევები რეგისტრირებული არ არის.

 

უკუჩვენებები

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; რკინის სიჭარბე (მაგალითად, ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი) ან რკინის უტილიზაციის დარღვევები (მაგალითად, ანემია ტყვიით ინტოქსიკაციის დროს, სიდერო-აქრესტული ანემია, თალასემია); ანემია, რომელიც რკინადეფიციტით არ არის განპირობებული (მაგალითად, ჰემოლიზური ანემია, მეგალობლასტური ანემია B12 ვიტამინის დეფიციტის გამო).

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

იმის წყალობით, რომ რკინა შედის კომლექსური ნაერთის შემადგენლობაში, საკვების კომპონენტებთან (ოქსალატებთან, ტანინთან და სხვ.) და სამკურნალო პრეპარატებთან (ტეტრაციკლინებთან, ანტაციდებთან) იონური ურთიერთქმედებები ნაკლებად მოსალოდნელია.

პრეპარატი ზეგავლენას არ ახდენს ფარული სისხლის არსებობაზე ანალიზის (ჰემოგლობინზე სელექციური ტესტის) შედეგებზე, ამიტომ ანალიზის ჩატარების მიზნით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა არ არის.

თავიდან უნდა იქნას არიდებული რკინის სხვა პარენტერალურ ან პერორალურ სამკურნალწამლო ფორმემბთან ერთდროული გამოყენება, ვინაიდან ამას შიგნით მისაღები რკინის შეწოვის მნიშვნელოვანი დაქვეითება მოყვება.

 

გვერდითი მოქმედება

რკინის უსაფრთხოება და ტოლერანტობა შეფასდა 24 პუბლიკაციის ან კლინიკური კვლევის მოხსენების მეტაანალიზის საფუძველზე, რომელშიც ჩართული იყო 1473 პაციენტი. გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა ძირითად კვლევებში, შემდეგი სისტემური ორგანოების კლასიფიკაციის ფარგლებში.

არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥ 1/10),

ხშირი (≥ 1/100 და < 1/10),

არახშირი (≥ 1/1000 და < 1/100),

იშვიათი (≥ 1/10000 და < 1/1000),

ძალიან იშვიათი (< 1/10000) ან

სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასებულ იქნას არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით).

 

განავლის ფერის შეცვლა არის კარგად ცნობილი გვერდითი რეაქცია რკინის პრეპერატების მიღებისას, მაგრამ ზოგადად მიჩნეულია, რომ ამას არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა და იშვიათად არის მოხსენებული. სხვა ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციები იყო კუჭ-ნაწლავური დარღვევები (გულისრევა, ყაბზობა, დიარეა და მუცლის ტკივილი).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

არახშირი: თავის ტკივილი

დარღვევები კუჭნაწლავის მხრივ

ხშირი: დისკომფორტი მუცლის არეში, ყაბზობა, დიარეა, ღებინება, გულისრევა, გულძმარვა, განავლის ფერის ცვლილება.

არახშირი: გასტრიტი.

იშვიათი: კბილების ფერის შეცვლა.

სიხშირე უცნობია: მუცლის ტკივილი.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

არახშირი: ერითემა.

იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის კანის რეაქციები, მაგალითად, ეგზანთემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

სიხშირე უცნობია: ანაფილაქსიური რეაქციები.

დარღვევები ჩონჩხის, კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

იშვიათი: კუნთების სპაზმები, მიალგია.

 

როგორ ინახება ფერუმ-ლეკი?

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

 

 

ფერუმ-ლეკი რეცეპტით გასაცემი წამალია?

ფერუმ-ლეკი ® მიეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფ III-ს ანუ გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფერუმ-ლეკი არის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტი, რომლის შეძენაც რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი აფთიაქებში.

სად შეიძლება ფერუმ -ლეკის ® შეძენა?

ლინექს ფორტეს შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ აფთიაქი რეცეპტის გარეშე.

 

  • პსპ
  • ავერსი
  • ჯიპისი
  • ფარმადეპო
  • იმპექს

 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს

GENERATED EVIDENCE BY MODERN HEALTH INDUSTRY GENERATED EVIDENCE BY MODERN HEALTH INDUSTRY GENERATED EVIDENCE BY MODERN HEALTH INDUSTRY
GENERATED EVIDENCE BY MODERN HEALTH INDUSTRY GENERATED EVIDENCE BY MODERN HEALTH INDUSTRY GENERATED EVIDENCE BY MODERN HEALTH INDUSTRY

Office #10, 37m Ilia Chavchavadze Ave.
Tbilisi 0179, Georgia

Back to top