კეტონალი დუო (კეტოპროფენი)

კეტონალი დუო
კაფსულა

კეტონალი ექსტრა
საშეტი

კეტონალის
გარეგანი გამოყენების გელი

კეტონალი დუო (კეტოპროფენი)
კეტონალი დუო მიეკუთვნება ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს და მისი შეძენა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში
- პსპ
- ავერსი
- ჯიპისი
- ფარმადეპო
- იმპექსი
პრეპარატის გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს
კეტონალი (კეტოპროფენი) წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედებით. იგი გამოიყენება ანთებითი, დეგენერაციული და მეტაბოლური რევმატული დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის და ტკივილის შესამსუბუქებლად მთელი რიგი ტკივილის სინდრომის დროს.
კეტონალი ® შეიცავს კეტოპროფენს და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმით :
კეტონალი დუო 150მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულები
კეტონალი ექსტრა პლუსი გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად,
კეტონალის გელი
კეტონალი დუო 150მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულები
ზრდასრულები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები:
1 კაფსულა კეტონალი დუო (150 მგ კეტოპროფენი) დღეში ერთხელ
კეტონალი დუო მიიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ, არანაკლებ 100მლ წყლის ან რძის დაყოლებით.
კეტონალი ექსტრა პლუსი 50 მგ წყალში ხსნადი გრანულები
ორმაგი პაკეტი შეიცავს 50მგ კეტოპროფენს (რაც არის 80მგ კეტოპროფენის ლიზინის მარილის ექვივალენტური).
ორმაგი პაკეტიდან შეიძლება ნახევარი (25 მგ) ან სრული (50 მგ) დოზის მიღება.
ზრდასრულები და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
25 მგ კკეტონალი ექსტრა პლუსი 1–3 -ჯერ დღე-ღამეში ან
50 მგ კეტონალი ექსტრა პლუსი 1–2 -ჯერ დღე-ღამეში.
ინტერვალი მიღებებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 8 საათი.
კეტონალის გელი განკუთვნილი გარეგანი გამოყენებისთვის (კანზე).
მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
გელი ნაზად შეიზილება კანში დღეში 1-2 ჯერ. დოზა დამოკიდებულია მტკივნეული უბნის ფართობზე.
როგორ გამოვიყენოთ კეტონალი დუო ®?
კეტონალი დუოს კაფსულა განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
კეტონალი დუო მიიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ, არანაკლებ 100მლ წყლის ან რძის დაყოლებით.
არ შეიძლება კაფსულების დაბზარვა ან დაღეჭვა.
კეტონალი დუო უკუნაჩვენებია 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
როგორ გამოვიყენოთ კეტონალი ექსტრა პლუსი ®?
კეტონალი ექსტრა პლუსის წყალში ხსნადი გრანულები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
ზრდასრულები და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
25 მგ კეტოპროფენი 1-3 ჯერ დღეში ან 50 მგ კეტოპროფენი 1-2 ჯერ დღეში.
ორმაგი პაკეტის ნახევარი იძლევა 25 მგ კეტოპროფენის დოზას, ხოლო მთლიანი ორმაგი პაკეტი – 50 მგ კეტოპროფენს.
ინტერვალი მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 8 საათს.
გამოყენების მეთოდი
შიგნით მისაღებად.
- ჩაყარეთ ორმაგი პაკეტის შიგთავსის ნახევარი (25მგ) 50მლ, ხოლო მთლიანი ორმაგი პაკეტის (50მგ) შემცველობა 100 მლ წყალში.
- მოურიეთ დაახლოებით 30 წამი გრანულების სრულ გახსნამდე.
- ხსნარი მიიღეთ სწრაფად მისი მომზადებისთანავე, ჭამის დროს.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის და 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
როდის გამოიყენება კეტონალი ®?
კეტონალი დუო (კეტოპროფენი) წარმოადგენს არასტეროიდულ რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატს; იგი ამჟღავნებს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზურ და სიცხის დამწევ მოქმედებას. პრეპარატი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება მთელი რიგი ტკივილის სინდრომისა და ანთებითი, დეგენერაციული და მეტაბოლური რევმატული დაავადებების სამკურნალოდ.
გამოყენების ჩვენებები
ტკივილი:
- პოსტტრამვული;
- ოპერაციის შემდგომი;
- მტკივნეული მენსტრუაციები;
- ძვლის მეტასტაზების გამო ტკივილი სიმსივნეების მქონე პაციენტებში.
რევმატული ტკივილები:
- რევმატოიდული ართრიტი;
- სპონდილოართრიტი (მაანკილოზებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი);
- პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა;
- ოსტეოართრიტი;
კეტონალი ექსტრა პლუსი (კეტოპროფენი) რომელიც განეკუთვნება ე.წ. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (ასას) ჯგუფს.
მოცემული პრეპარატი გამოიყენება ხანმოკლე და სიმპტომატური მკურნალობისათვის მსუბუქი და ზომიერი ტკივილის დროს, ზრდასრულებსა და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, ისეთი როგორიცაა:
- თავის კტივილი;
- კბილის ტკივილი
- მენსტრუალური ტკივილი;
- მცირე დაჭიმულობის, კუნთების, იოგების და მყესების გაწყვეტის შემდგომი ტკივილი.
კეტონალის გელი განკუთვნილია ხანმოკლე ადგილობრივი გამოყენებისთვის, შემდეგი მიზნით:
- კუნთებსა და სახსრებში ტკივილისა და შეშუპების შემსუბუქება, სპორტული და სხვა სახის ტრამვების შემდეგ (როგორიცაა მყესებისა და იოგების დისლოკაცია, დაჭიმულობა და გაგლეჯვა);
- გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობის შედეგად გამოწვეული კუნთების ტკივილის შემსუბუქება;
- ტკივილისა და ანთების შემსუბუქება ხერხემლის წელის მიდამოში და სახსრების დეგენერაციული დაავადებებისას.
კეტონალი ® რეცეპტით გასაცემი წამალია?
კეტონალი ® მიეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფ III-ს ანუ გაიცემა რეცეპტის გარეშე
კეტონალი არის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტი, რომლის შეძენაც რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი აფთიაქებში.
სად შეიძლება კეტონალის ® შეძენა?
კეტონალის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ აფთიაქი რეცეპტის გარეშე.
- პსპ
- ავერსი
- ჯიპისი
- ფარმადეპო
- იმპექს
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს
ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ. ოფისი #10 თბილისი, საქართველო 0179
