აცც (აცეტილცისტეინი)

აცც 200 მგ
შუშხუნა წყალში ხსნადი აბები
2 -5 წელი ½ ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში
6-14 წელი 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში

აცც ექსტრა 600 მგ
წყალში ხსნადი შუშხუნა აბები
14 წლიდან 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში

აცც აქტივი 600 მგ
ენაზე დასაყრელი ფხვნილი
14 წლიდან 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში

აცც მიეკუთვნება ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს და მისი შეძენა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში
- პსპ
- ავერსი
- ჯიპისი
- ფარმადეპო
- იმპექსი
პრპარატის გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
აცც ® არის ამოსახველებელი საშუალება მკვრივი ლორწოთი გამოწვეული ხველის დროს. შესქელებული ლორწო იხსნება და უფრო თხელი ხდება და შესაბამისად, ხველა უფრო ადვილია.
აცც ® შეიცავს აცეტილცისტეინს და ხელმისაწვდომია რამოდენიმე ფორმით:
200 მგ შუშხუნა ტაბლეტების, 600 მგ შუშხუნა ტაბლეტების და 600 მგ ენაზე დასაყრელი ფხვნილის სახით.
აცც ® მთელი ოჯახისთვის
აცც ® 200 მგ – ლიმონის არომატით.
გამოიყენება 2 წლიდან ბავშვებისა და მოზრდილების მიერ.
- 2-5 წლამდე ასაკის ბავშვები 1/2 შუშხუნა ტაბლეტი დღე-ღამეში 2-3 ჯერ (დღე-ღამეში 200-300 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
- 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 შუშხუნა ტაბლეტი დღე-ღამეში 2-ჯერ (დღე-ღამეში 400- მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
- 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 1 შუშხუნა ტაბლეტი დღე-ღამეში 2-3 ჯერ (დღე-ღამეში 400-600 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
აცც აქტივი® 600 მგ – ტყის კენკრის არომატით.
გამოიყენება 14 წლიდან მოზარდებისა და მოზრდილების მიერ.
14 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 1 პაკეტი 1-ჯერ დღეში (600მგ. აცეტილცისტეინი დღეში).
აცც აქტივის ერთ პაკეტში არსებულ ფხვნილს იყრიან უშუალოდ ენაზე. შიგნით მისაღები ფხვნილი იწვევს ნერწყვის გამოყოფას, რის გამოც მარტივია მისი გადაყლაპვა. არ დაღეჭოთ ფხვნილი მის გადაყლაპვამდე. შიგნით მისაღები ფხვნილი განკუთვნილია იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ ხველის რეფლექსი (ხანდაზმული და დასუსტებული პაციენტებისათვის). ფხვნილის მიღება შესაძლებელია წყლის დაყოლების გარეშე.
აცც ექსტრა® 600 მგ ლიმნის არომატით
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდები
½ შუშხუნა ტაბლეტი ორჯერ დღეში ან 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთჯერ (რაც შეესაბამება 600 მგ აცეტილცისტეინს დღე-ღამეში).
როგორ გამოვიყენოთ აცც®?
აცც ექსტრა ® უნდა გაიხსნას ნახევარ ჭიქა წყალში. შემდეგ წყალი დალიეთ
აცც 200მგ ® უნდა გაიხსნას ნახევარ ჭიქა წყალში. შემდეგ წყალი დალიეთ
აცც აქტივი ® საშეტში არსებული ფხვნილი უნდა დაიყაროთ ენაზე
რა რაოდენობით უნდა მივიღოთ აცც ®?
ყოველთვის წაიკითხეთ შეფუთვაზე მითითებული ფურცელი-ჩანართი .
მოზრდილებისთვის:
აცც შუშხუნა ტაბლეტები 200 მგ:
14 წელზე მეტი ასაკის მოზარდები და მოზრდილები: 1 შუშხუნა ტაბლეტი დღე-ღამეში 2-3 ჯერ (დღე-ღამეში 400-600 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
აცც® ექსტრა 600, შუშხუნა ტაბლეტები
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდები
½ შუშხუნა ტაბლეტი ორჯერ დღეში ან 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთჯერ (რაც შეესაბამება 600 მგ აცეტილცისტეინს დღე-ღამეში).
აცც® აქტივი 600 მგ შიგნით მისაღები ფხვნილი (ენაზე დასაყრელი, არ საჭიროებს წყლის მიყოლებას)
14 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 1 პაკეტი 1-ჯერ დღეში (600მგ. აცეტილცისტეინი დღეში).
ბავშვებისთვის:
2-5 წლამდე ასაკის ბავშვები აცც® 200 მგ 1/2 შუშხუნა ტაბლეტი დღე-ღამეში 2-3 ჯერ (დღე-ღამეში 200-300 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: აცც® 200 მგ 1 შუშხუნა ტაბლეტი დღე-ღამეში 2-ჯერ (დღე-ღამეში 400 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
როგორ მოქმედებს აცც ®?
აცც შეიცავს აცეტილცისტეინს და არის მუკოლიზური საშუალება რომელიც გამოიყენება ბლანტი ნახველის გასათხელებლად და სასუნთქი გზებიდან მისი გამოყოფის გასაადვილებლად.
როდის გამოიყენება აცც ®?
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს გასქელებული და ძნელად გამოსაყოფი ნახველის წარმოქმნა: გრიპი, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი (მწვავე, ქრონიკული და ობსტრუქციული), ბრონქიოლიტი, ბრონქოექსტაზი, პნევმონია, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ასევე მუკოვისციდოზი, სინუსიტები.
როდის არის რეკომენდებული მივიღოთ აცც®?
აცც-ს მიღება რეკომენდებულია დღის საათებში, მისი მიიღება ძილის წინ არ არის რეკომენდებული, რადგან მკურნალობის საწყის პერიოდში უფრო თხელი ლორწო წარმოიქმნება, რომლის ამოხველებაც იქნება საჭირო, რამაც შეიძლება ღამის ძილი დაარღვიოს.
როგორ უნდა შეინახოთ აცც®?
აცც® უნდა ინახებოდეს ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეიძლება აცცს® გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს?
მონაცემები ორსული ქალების მიერ აცეტილცისტეინის გამოყენების შესახებ არასაკმარისია. მონაცემები დედის რძეში აცეტილცისტეინის შეღწევის უნარის შესახებ არ არსებობს. ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ექიმის მიერ სარგებლისა და რისკის შეფარდების მკაცრი შეფასების შემდეგ.
შეუძლიათ თუ არა ბავშვებს აცცს® გამოყენება?
დიახ. აცც® 200 მგ შუშხუნა აბები შეიძლება გამოყენებულ იქნას 2 წლიდან ბავშვებისთვის.
აცც ® რეცეპტით გასაცემი წამალია?
არა. აცც® არის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტი, რომლის შეძენაც რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი აფთიაქებში.
სად შეიძლება აცცს® შეძენა?
აცცს შეძენა შესაძლებელია აფთიაქში რეცეპტის გარეშე.
- პსპ
- ავერსი
- ჯიპისი
- ფარმადეპო
- იმპექსი
განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები აცც-ს გამოყენებისას:
თუ შეამჩნევთ ცვლილებებს კანზე ან ლორწოვან გარსებზე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს და შეწყვიტოთ მკურნალობა. აცც არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ბოლო დროს გქონდათ სისხლიანი ხველა ან თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის ან აცც-ს სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. აცც-ს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ ასთმა ან წარსულში გქონიათ ბრონქოსპაზმები, თუ გაქვთ ან გქონიათ კუჭის წყლული, ან თუ განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ ჰისტამინის მიმართ.
ორსულობა და ძუძუთი კვება: ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს არ უნდა მიიღოთ აცც. რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები: ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს
ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ. ოფისი #10 თბილისი, საქართველო 0179
